Berenberg-ის კვლევის მიხედვით, ოქტობერფესტზე, რომელიც მიუნხენში 16 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე აღინიშნება, 1 ლიტრი ლუდის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა და 13,75 ევროს მიაღწია.

Berenberg-ი კვლევას 1991 წლიდან აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში, ტრადიციულ დღესასწაულზე ლუდის საშუალო წლიური ღირებულება 3,9%-ით გაიზარდა, ხოლო გერმანიაში საშუალო ინფლაცია 2%-ს შეადგენდა.

ევროკომისიის მონაცემებით, გერმანიის მშპ 2023 წელს 0,4%-ით შემცირდება, ქვეყანაში ინფლაცია კი 6,4%-ს შეადგენს.