ნიკოლას მადუროს დღეები დათვლილია. მან მილიონობით ადამიანი გამოგვიგზავნა, ბევრი მათგანი ციხიდან, ბევრი ნარკოდილერი, ნარკობარონი, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან. მან ისინი გამოგზავნა ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძალიან სულელი პრეზიდენტი გვყავდა. თქვენ იცით ეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს ტრამპმა არაერთხელ უარყო ვენესუელაში ამერიკული ჯარების შეყვანის შესაძლებლობა.

„ჩვენი მიზანია, ვენესუელის ხალხს კარგად მოეპყრან. მინდა, რომ ვენესუელის ხალხს, რომელთაგან ბევრი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, პატივი სცენ. ისინი ჩემ მიმართ საოცრებები იყვნენ. მათ 94 პროცენტით დამიჭირეს მხარი. ეს წარმოუდგენელია. მე კარგად გავიცანი ვენესუელელი ხალხი. ისინი წარმოუდგენელი ხალხია და მადურო მათ საშინლად მოექცა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გამორცხავს ძალის გამოყენებას სხვა ქვეყნებში, სადაც ნარკოვაჭრობა ძალიან აქტიურია, მათ შორის მექსიკასა და კოლუმბიაში, სამიზნეების წინააღმდეგ.

1tv.ge