NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.
ალიანსის სპიკერი X-ზე სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს კატასტროფის დროს დაშავებულებს.
"ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ "აზერბაიჯანის ავიახაზების" - J28243 რეისის ოჯახებსა და მსხვერპლებზე. კატასტროფის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სრული გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ", - წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დაჰლალა.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.
აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს, წინასწარი გამოძიების ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.