,,მზად ვართ, ესპანეთთან შენგენის ზონაც შევაჩეროთ",- ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტმა, ჯორჯა მელონიმ, X-ზე მას შემდეგ, განაცხადა, რაც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტი შეიჭრა

მელონის თქმით, უკონტროლო მიგრაცია ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა, რასაც იტალია მშვიდად არ შეხვდება.

,,

სეუტადან გავრცელებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური იმიგრაცია კონკრეტულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის.

მე ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზის. იტალია არ იქნება მაყურებელი. ჩვენ შესაბამის ორგანოებს მოვიწვევთ და ამ შეხვედრების შემდეგ ჩვენ მზად ვართ, ჩავერიოთ საგანგებო ზომებით, რათა დავიცვათ საზღვრები და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის შეჩერებითაც.

არალეგალურ იმიგრაციაზე ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დავიხევთ: საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეების შეკავება და ეფექტური რეპატრიაციების უზრუნველყოფა კვლავ ამ მთავრობის პოლიტიკა იქნება",- დაწერა იტალიის პრეზიდენტმა.