გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (GBTA) მიერ ჩატარებულმა ინდუსტრიის უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ საქმიანი მოგზაურობის მიმართ ნდობის აღდგენა ხდება.

მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობის მენეჯერების 43%-მა განაცხადა, რომ წლის დანარჩენ პერიოდთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ივნისში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენდა.

თუმცა, შეშფოთება კვლავ არსებობს 2025 წელს საქმიანი მოგზაურობის, ხარჯებისა და კორპორატიული შემოსავლების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით.

კორპორატიული მოგზაურობის მყიდველთა თითქმის ხუთიდან ორი (39%) აღნიშნავს „დაკავშირებული“ მოგზაურობების რაოდენობის ზრდას სხვადასხვა მიმართულებით. მესამედი (33%) მიუთითებს უფრო ხანგრძლივ მოგზაურობებზე, ხოლო კიდევ 32% აღნიშნავს დღიური მოგზაურობების შემცირებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე