ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აუქციონზე იყო გამოტანილი, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე 44 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ეს თანხა საგრძნობლად აჭარბებს წინასწარ გათვლებს. თავდაპირველად Christie's აუქციონმა ის 35 მილიონ დოლარად შეაფასა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვა კერძო კოლექციაში იყო.
17,61 კარატიანი Bleu Royal ბრილიანტი ამშვენებს ოქროს ბეჭედს, რომელსაც ორი ბრილიანტი აკრავს. მყიდველი არ სახელდება.