Resonance Consultancy-მა წარმოადგინა ცხოვრების, მუშაობის, დასვენებისა და ინვესტირების საუკეთესო ადგილების ახალი რეიტინგი – „მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025“. ჩამონათვალში მსოფლიოს 100 ქალაქია.
Resonance Consultancy–ს რეიტინგები არის ყოვლისმომცველი კვლევები ცხოვრების ხარისხის შესახებ სხვადასხვა ქალაქში. საექსპერტო ანალიზი მოიცავს სტატისტიკას და მიმოხილვებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისგან. წელს კითხვარები 30 ქვეყნიდან 20 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო.
რეიტინგის პირველ ათეულშია:
ლონდონი, ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო, სინგაპური, რომი, მადრიდი, ბარსელონა, ბერლინი და სიდნეი.