ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენოს კრემლზე სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციისთვის
„მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეტი ადამიანის, ჯარისკაცის გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად“, - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაა.
„ომის საუკეთესო გამოსავალი, ომის ერთადერთი გამოსავალი, არის, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავდასხმა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - აღნიშნა ბორელმა.