მოლდოვაში უკრაინელი წვევამდელების უკანონო მიგრაციის ქსელი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები უკრაინელ წვევამდელებს მოლდოვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ 10 000 დოლარს ითხოვდნენ, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში გადაჰყავდათ.
სასაზღვრო პოლიციამ განმარტა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა მოლდოვა-უკრაინის საზღვრის დნესტრისპირეთის ნაწილში, უკრაინის ქალაქ კოდიმასა და მოლდოვის სოფელ პლოპში.
„ოპერაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, რომელიც ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო მიგრაციის კანონმდებლობას. ხელისუფლება აგრძელებს ამ საქმის გამოძიებას, რათა გამოავლინოს ყველა მონაწილე და პასუხისგებაში მისცეს ისინი“, – აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.
წყარო: 1 არხი