მიუნხენს, მილანსა და რომს შორის ჩქაროსნული მატარებლები იმოძრავებენ. იტალიურმა რკინიგზის ოპერატორმა Trenitalia-მ, გერმანულმა რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn-მა და ავსტრიულმა გადამზიდავმა ÖBB-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მიუნხენსა და მილანს, ასევე მიუნხენსა და რომს შორის პირდაპირი რეისების ორგანიზების შესახებ. რეისების მომსახურება 2026 წლის დეკემბრიდან დაიწყება.

მიუნხენსა და მილანს შორის მგზავრობის დრო 6.5 საათია, მიუნხენსა და რომს შორის კი - 8.5 საათი. ორივე მატარებელი ყოველდღიურად იმოძრავებს ხუთი გაჩერებით: ინსბრუკში, ბოლცანოსა და ვერონაში. მიუნხენ-რომის მატარებელი ასევე გაჩერდება ბოლონიასა და ფლორენციაში.

ვრცლად 34travel–ზე