კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას კოლუმბიის პრეზიდენტი ავრცელებს.
კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას ცნობით, მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 496 ადამიანი ითვლება.
„სამწუხაროდ, 265 ადამიანი დაიღუპა და 3494 დაშავდა“, - აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
ასევე, პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრამ 11347 სახლი დაანგრია, ხოლო 53526 დააზიანა.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.