სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის (USF) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასციდიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები შესაძლოა საფუძვლად დაედოს მელანომის - კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმის - მკურნალობას. ამის შესახებ The Guardian წერს.
მეცნიერები ანტარქტიდაში განხორციელებული ექვსკვირიანი ექსპედიციიდან დაბრუნდნენ, სადაც ასციდიების - „ზღვის შხეფებად“ (წლის უხერხემლო ცხოველები) ცნობილი არსებების ნიმუშები შეაგროვეს. ეს ორგანიზმები ყინულოვან წყლებში ბინადრობენ.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორმა, ბრაიან ბეიკერმა განაცხადა, რომ ტოქსინები, რომლებსაც ასციდიები მტაცებლებისგან თავდასაცავად იყენებენ, შესაძლოა „ახალი დანიშნულებით იქნას გამოყენებული“. მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები თაგვებში მელანომის უჯრედებს ანადგურებს.
„კარგი ამბავი ის არის, რომ თაგვები არ დაღუპულან. ტოქსინმა გაანადგურა კიბო, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ფიზიოლოგიური თვისებები იმისათვის, რომ წამლად იმოქმედოს“, — განმარტა მეცნიერმა.