არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი კარიერას ამერიკულ კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, ამის შესახებ BBC და Radio Continental-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა საუდის არაბეთის შეთავაზებასა და ბარსელონაში დაბრუნებაზე. მესიმ უკვე განაცხადა წინასწარი თანხმობა, რომ „მაიამის ინტერის“ მოთამაშე გახდეს.

2021 წლის ზაფხულიდან მესი პარი სენ-ჟერმენში თამაშობს, საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი გახდა და ერთხელ მოიგო ქვეყნის სუპერთასი. მანამდე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მთელი საკლუბო კარიერა ბარსელონას კლუბში გაატარა და მასთან ერთად მრავალი ტიტული მოიგო.