ესპანეთის ქალაქ მალაგაში ტურისტებისთვის ახალი წესები „გააუმჯობესეთ თქვენი ყოფნა“ (Improve Your Stay) ამოქმედდა. ვიზიტორებს შეახსენებენ, პატივი სცენ ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცვან წესრიგი. 

წესები ოთხ ნაწილს მოიცავს: სისუფთავე, ხმაური, ტანსაცმელი და სკუტერებისა და ველოსიპედების პასუხისმგებლიანი გამოყენება. ტურისტებს ურჩევენ გამოიყენონ ნაგვის ურნები, არ დატოვონ ნაგავი ქუჩებში და პატივი სცენ ქალაქის ბაღებს, ისტორიულ ძეგლებსა და ქუჩის ავეჯს. განყოფილება „არ იყოთ შესამჩნევი“ მოუწოდებს ხალხს, თავი შეიკავონ ხმამაღალი მუსიკისა და ყვირილისგან და პატივი სცენ ადგილობრივი მცხოვრებლების დასვენების საათებს. განყოფილება „ჩაიცვით სრულად“ კრძალავს საცურაო კოსტიუმების ტარებას საზოგადოებრივ ადგილებში. ასევე აკრძალულია სკუტერითა და ველოსიპედით ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე სიარული.

ვრცლად 34travel.me – ზე