ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინამ მორიგი ტრანში მიიღო, რომლის მოცულობა 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს.

აღნიშნული განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე რუსეთის ქმედებები დაგმო, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის საცავების და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული.