მაისში სურსათის გლობალური ფასები ორწლიან მინიმუმამდე შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg გაეროს სურსათის სააგენტო (FAO) ავრცელებს. FAO- ს ინდექსის თანახმად ყველაზე გაყიდვადი საკვებზე ფასები 2.6%-ით, 124.3 ქულამდე შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებელი აპრილში 127.7-ს შეადგენდა.

რუსეთის  უკრაინაში  შეჭრის  შემდეგ, მთლიანობაში საქონლის ფასი 22%-ით დაეცა, გასული წლის  მარტში კი სურსათის  ფასმა პიკსმიაღწია. Fao - ს მონაცემებით შაქარსა და ხორცზე მაღალი ფასები, მცენარეული ზეთისა და რძის  პროდუქტებზე  ფასების კლებამ დააბალანსა.

სურსათის ფასების კლებაზე შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებამ და ევროპის ქვეყნებში კარგმა მოსავალმა იმოქმედა.

ასული 14 თვის განმავლობაში სურსათის ფასების ინდექსი 13 თვეში შემცირდა, თუმცა ის მომხმარებლებისთვის საგრძნობი ჯერჯერობით არ არის, რადგან ლოგისტიკური, ენერგომატარებლების და დასაქმებულების სახელფასო  ხარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი ჯოზეფ გლაუბერის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში საკვების მაღალი ფასები ადგილობრივი მიზეზებით აიხსნება.