მანქანების გაყიდვების ზრდის შენელების ფონზე, ჩინეთში ავტომობილების მწარმოებლებს შორის ფასების ომი გრძელდება, აღნიშნავს გაზეთი Financial Times.

ამავე ცნობით, Tesla Model 3 სედანების ღირებულება საბაზისო კონფიგურაციაში 5,9%-ით შემცირდება, 245,9 ათას იუანამდე (34619 დოლარი), Model Y SUV-ების - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ფასი კი - 2,8%-ით, 258,9 ათას იუანამდე (36,449 დოლარი).

შესაბამისად, ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლების Xpeng Inc-ის., Nio Inc-ის და Li Auto-ს აქციების ფასები ჰონკონგში პარასკევის ვაჭრობაზე 5.2%-ის, 2.6%-ით და 3.5%-ით შემცირდა.