ოდესღაც ილონ მასკს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ის, რომ ჩინურ BYD-ს შეეძლო კონკურენცია გაეწია Tesla-სთვის, „მაგრამ 2023 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს, გაყიდული ელექტრო მანქანების რაოდენობით BYD-მა უნდა გადაუსწროს Tesla-ს და ელექტრო მანქანების გაყიდვებით მსოფლიო ლიდერი გახდეს“, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 Toyota-ს, Volkswagen-ისა და General Motors-ის დომინირების მიუხედავად, ჩინელი მწარმოებლები BYD-ი და SAIC Motor-ი დიდ წარმატებას აღწევენ. სამგზავრო მანქანების ექსპორტით ჩინეთმა უკვე აჯობა შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეას და გერმანიას და ახლა კონკურენციას უწევს იაპონიას. მათ მიერ ექსპორტირებული 3,6 მლნ ავტომობილიდან დაახლოებით 1,3 მლნ ელექტრო იყო.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტმა 3,31 მლნ შეადგინა. მეორე ადგილზეა იაპონია 3,22 მლნ-ით, მესამეზე - გერმანია 2,6 მლნ-ით, მეოთხეზე - სამხრეთ კორეა 2,2 მლნ-ით.

რაც შეეხება BYD-ის კონკურენციას Tesla-სთან, 2023 წლის მესამე კვარტალში, Tesla-მ  მხოლოდ 3456-ით მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე BYD-მა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ BYD-მა მეოთხე კვარტალში ილონ მასკის კომპანიას უნდა გაუსწროს.

2011 წელს ილონ მასკი დასცინოდა BYD-ის მანქანებს. ახლა კი ძალიან კონკურენტუნარიანად თვლის. ეს გასაკვირი არ არის. BYD-ს მანქანების ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხაზი გაცილებით დაბალ ფასად აქვს, ვიდრე Tesla-ს. ბოლო 2 წლის განმავლობაში BYD-მა  ოფისები დაახლოებით 60 ქვეყანაში გახსნა.