აშშ-ის მსხვილი ენერგეტიკული კომპანია Chevron-ი განიხილავს LUKOIL-ის უცხოური აქტივების შესყიდვას, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოქტომბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა LUKOIL-ს, Rosneft-ს და მათ შვილობილ კომპანიებს. დეპარტამენტმა LUKOIL-ის უცხოურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები 13 დეკემბრამდე დაამტკიცა.
14 ნოემბერს LUKOIL-მა გამოაცხადა მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან, მათ შორის აშშ-ის საინვესტიციო ფონდ Carlyle-თან. რუმინეთისა და ყაზახეთის კომპანიებმა ასევე გამოთქვეს ინტერესი LUKOIL-ის აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით. შვეიცარიელმა ტრეიდერმა Gunvor-მაც გამოთქვა მზადყოფნა შეეძინა კომპანიის უცხოური აქტივები, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის გამო შეთავაზება უკან წაიღო.


