ამერიკული კერძო საინვესტიციო ფირმა Carlyle-ი Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ Reuters-ი, სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Carlyle აქტივების განხილვის საწყის ეტაპზეა.

მეორე წყარო კი გამოცემასთან ამბობს, რომ Carlyle აშშ-ის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შეტანას აპირებს, რაც მას აქტივების შეძენის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ, ის აქტივების სათანადო შემოწმებას დაიწყებს.

მისივე თქმით, Carlyle-მა თავისი გეგმების შესახებ LUKOIL-ს უკვე აცნობა. 

ცნობისთვის, Carlyle მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო საინვესტიციო ფონდია, რომლის მართვის ქვეშ  474 მილიარდ დოლარის აქტივებია თავმოყრილი.