ლონდონში რამდენიმე წელიწადში ორი ისტორიული ბაზარი დაიხურება - სმიტფილდის (Smithfield) ხორცის ბაზარი და ბილნგსგეიტის (Billingsgate) თევზის ბაზარი, რომლებიც მე-11 საუკუნიდან ამა თუ იმ ფორმით ფუნქციონირებნენ – იუწყება Associated Press.

ლონდონის სიტის კორპორაციამ(City of London Corporation), რომელიც მართავს ქალაქის ისტორიულ ცენტრს, პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მოხსნის მას პასუხისმგებლობას ამ ბაზრების მართვაზე.

ადრე კორპორაცია განიხილავდა ორივე ბაზრის გადატანის შესაძლებლობას დაგენჰემში, დედაქალაქის გარეუბანში, მაგრამ ახლახან მათ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ამაზე. ინფლაციამ და მზარდმა სამშენებლო ხარჯებმა პროექტი მიუწვდომელი გახადა, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ფუნტამდე (1,25 მილიარდი დოლარი) გაიზარდა.

ახალი შეთანხმების თანახმად, კორპორაცია გადაიხდის კომპენსაციას და რჩევებს გაუწევს ტრეიდერებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ დრო, გადაწყვიტონ, რა გააკეთონ, რადგან ბაზრები ღიაა მინიმუმ 2028 წლამდე.

„ეს გადაწყვეტილება არის პოზიტიური ახალი თავი Billingsgate-ისა და Smithfield-ის ბაზრებისთვის, რადგან ის აძლევს ტრეიდერებს შესაძლებლობას შექმნან მდგრადი მომავალი შენობებში, რომლებიც შეესაბამება მათ გრძელვადიან ბიზნეს –  მიზნებს“, - თქვა ლონდონის სიტის კორპორაციის თავმჯდომარემ კრის ჰეივორდმა. მან დასძინა, რომ ბაზრებზე კორპორაციის პირდაპირი ჩართვისგან მოცილება ხელს შეუწყობს ბაზრის მოვაჭრეების ბიზნესს „დამოუკიდებლად“ აყვავებაში.

ტრეიდერებს ახლა მოუწევთ გადაწყვიტონ, როგორ გადავიდნენ ლონდონის სხვა ადგილებში და გააკეთონ ეს დამოუკიდებლად თუ ჯგუფურად.

Smithfield-ის ბაზრის შენობები თარიღდება ვიქტორიანული ეპოქით და ჩაუტარდა არაერთი რემონტი, მათ შორის 1958 წელს დიდი ხანძრის შემდეგ. Billingsgate გადავიდა ლონდონის Docklands-ში 1982 წელს, როდესაც ტერიტორია (ახლა Canary Wharf ფინანსური ცენტრის ცათამბჯენების სახლი) ჯერ კიდევ მიტოვებული იყო.

ზოგიერთი წინადადება მოიცავს Billingsgate-ის ბაზრის ტერიტორიის საცხოვრებლად განვითარებას, Smithfield-ის შენობა კი გახდება კულტურული ცენტრი, სადაც განთავსდება ახალი მუზეუმი.

interfax