ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE)  IPO–ს გასამართად მსოფლიოს უმსხვილესი პლატფორმების 20–ეულს გამოეთიშა, კერძოდ პოზიციები დათმო სინგაპურის, მექსიკის და ომანის ბირჟებთან.

Bloomberg-ის რეიტინგში, მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, LSE სამი პოზიციით დაქვეითდა და 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბრიტანულ პლატფორმაზე IPO-ს მოცულობა წელს 69%-ით, 248 მილიონ დოლარამდე  შემცირდა, რაც ბოლო 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წელს ლონდონში ყველაზე დიდი IPO იყო ფინანსური კომპანია MHA Plc-ის აქციების განთავსება, რომლის ღირებულება 98 მილიონი ფუნტი სტერლინგი (132 მილიონი აშშ დოლარი) იყო.

ვრცლად interfax – ზე