კუბის კომუნისტურმა მთავრობამ  ორშაბათის ტრადიციული პირველი მაისის აღლუმი საწვავის მწვავე დეფიციტის გამო გააუქმა. - ამის შესახებ ინფორმაციას Bbc ავრცელებს. მედიის  ცნობით ყოველწლიურად ასობით ათასი  ჰავანაში მიემგზავრება,რათა  მშრომელთა საერთაშორისო  დღეს რევოლუციის  მოედანი შეავსოს.

1959 წლის რევოლუციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  ეკონომიკური კრიზისის  გამო  დღესასწაულები გაუქმდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგები წარმოიქმნა და მძღოლებს  ბენზინის  ავზის  შესავსებად  ლოდინი რამდენიმე  დღე  უწევდათ. 

ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა თქვა, რომ კუბა იღებს მისთვის საჭირო საწვავის მხოლოდ ორ მესამედს და დასძინა, რომ მომწოდებლები სახელშეკრულებო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ .

მიუხედავად იმისა, რომ კუბას აქვს წვდომა დაბალი ხარისხის ნედლეულზე, აშშ-ს მიერ სანქცირებული კუნძულს მისი გადამუშავების საშუალებები არ გააჩნია.

უმაღლესი ხარისხის ნედლი ნავთობის მიწოდება ვენესუელიდან, ბოლო წლებში 50%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსების თქმით, ვენესუელა თავად განიცდის მძიმე პრობლემებს და სულ უფრო უჭირს სოციალისტური მოკავშირის სუბსიდირება.

ესპანური გაზეთის El Pais-ის მიხედვით, კუბაში საშუალო თვიური ხელფასი 150-200 დოლარია (120-160 ფუნტი), ხოლო სამზარეულოს  ერთი ლიტრი ზეთის ფასი ზეთი 30 დოლარია.

მთავრობა ამტკიცებს, რომ მისი სახელმწიფოზე ორიენტირებული სოციალისტური მოდელი ქვეყნისთვის  საუკეთესოა  და პრობლემებს აშშ-ის ხანგრძლივ სანქციებს აბრალებს.