მარსზე გა­და­ღე­ბულ­მა NASA-ს ფო­ტომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. 2023 წლის 20 აგ­ვის­ტოს "Curiosity“-ს მიერ გა­და­ღე­ბულ ერთ-ერთ კადრში უც­ნა­უ­რი, მე­დუ­ზას მსგავ­სი ფი­გუ­რა ჩანს.

ფო­ტო­ზე პა­ტა­რა, მუქი ფი­გუ­რა კლდო­ვა­ნი და მტვრი­ა­ნი ლან­დშაფ­ტის ფონ­ზე, კად­რის მარ­ცხე­ნა ნა­წილ­ში ჩანს. მას თით­ქოს ორი პა­ტა­რა "ფეხი“ აქვს, თუმ­ცა ამ ობი­ექ­ტის ბუ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

ფო­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ზოგი მას "მარ­სელ სერ­ფერს“ ან უც­ნობ საფ­რენ აპა­რატს ადა­რებ­და, სხვე­ბი კი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ეს შე­საძ­ლოა კა­მე­რის ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის დე­ფექ­ტი იყოს.

  • მარ­სის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მკვლე­ვარ­მა ჯინ უორდმაც გა­ა­ზი­ა­რა ფოტო და მას "მე­დუ­ზას ფორ­მის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი/უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი“ უწო­და. მისი თქმით, ობი­ექ­ტი შე­საძ­ლოა ზე­და­პირ­თან ურ­თი­ერთქმე­დებ­დეს, თუმ­ცა ეს ვა­რა­უ­დია და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.
  • სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ იმა­ვე მო­ნაკ­ვე­თის სხვა ფო­ტო­ებ­ში ფი­გუ­რა არ ჩანს. ამის გამო ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დად­გე­ნა, ნამ­დვი­ლად მოძ­რა­ობ­და თუ არა ობი­ექ­ტი.

    NASA-ს "Curiosity“ მარსს 2012 წლი­დან იკ­ვლევს. რო­ვე­რის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა და­ად­გი­ნოს, არ­სე­ბობ­და თუ არა წარ­სულ­ში მარსზე სი­ცო­ცხლის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო. მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მო­წყო­ბი­ლო­ბამ უკვე აღ­მო­ა­ჩი­ნა მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს, რომ მარსზე ოდეს­ღაც სი­ცო­ცხლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და.

    მარსზე შე­საძ­ლო უძ­ვე­ლე­სი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი NASA-ს "Perseverance“-მაც მო­ი­პო­ვა. 2025 წელს სა­ა­გენ­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­ვე­რის მიერ შეგ­რო­ვე­ბულ ერთ-ერთ ნი­მუშ­ში უძ­ვე­ლე­სი მიკ­რო­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის შე­საძ­ლო ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ნი­მუ­ში მარ­სის უძ­ვე­ლე­სი მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში იქნა აღე­ბუ­ლი და მისი წარ­მო­შო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3.7 მი­ლი­არ­დი წლით თა­რიღ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge