კომპანიის არსებობის 88-წლიან ისტორიაში პირველად, Volkswagen-მა გერმანიაში ერთ-ერთი ქარხანა დახურა. ამის შესახებ Financial Times წერს. 

Volkswagen Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის განცხადებით, VW რთულ მდგომარეობაშია, რაც ჩინეთისგან მომავალი ზეწოლით, აშშ-ის ტარიფებით და ევროპული ბაზრის გემოვნების ცვლილებით არის განპირობებული.

დრეზდენის ქარხანა Volkswagen-მა 2002 წელს გახსნა და მას ჯამურად 200,000-მდე ავტომობილი აქვს გამოშვებული, რაც მას კომპანიის პორტფელში ერთ-ერთ საშუალო ზომის ქარხნად აქცევს.