კანადამ რუსეთის 42 ფიზიკურ და 21 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლას, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს სანქციები დაუწესა.- ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხო ასევე გამოცემას „Взгляд“, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას და სხვა ორგანიზაციებს.

სანქციები ძალაში 20 სექტემბერს შევიდა, თუმცა ის მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა.