კანადის ხელისუფლება მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა, მარკ მილერმა განაცხადა, დაწყებულია მუშაობა დაბლოკვის ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სოციალურ პლატფორმებს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სრულად ხელმიუწვდომელს გახდის.

მილერი აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მოზარდთა დაცვის შესახებ არსებულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს და შეეხოს ყველა იმ პლატფორმას, რომელთა კონტროლიც სახელმწიფო დონეზე ვერ ხერხდება და რომლებზეც ბავშვები განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ.

კულტურის მინისტრi კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ იდეას პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, მისი დამტკიცება გამოწვევა არ იქნება.