აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში სურს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდეს. 

„იმედია, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავ შევხვდები“, - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა დიპლომატმა აღმოსავლეთ აზიის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ელის ბლინკენის ვიზიტის დროს ჩინეთთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას.