ევროპული საქონლის 99% ავსტრალიაში ბაჟის გარეშე შევა.

ევროკავშირმა და ავსტრალიამ თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე მოლაპარაკებები რვა წლის წინ დაიწყო, მისი რატიფიცირება კი რთული გლობალური სავაჭრო პროცესების გამო დაჩქარდა, რაც, გარკვეულწილად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული საკამათო ტარიფებით იყო გამოწვეული.

ტრამპის სავაჭრო ომი: შეძლებს თუ არა ბრიუსელი ევროკავშირისთვის კარგი პირობების შეთანხმებას?(ბულგარულ ენაზე)

შეთანხმება ითვალისწინებს ევროპული საქონლის 99%-ის ავსტრალიაში ბაჟის გარეშე შესვლას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები საბაჟო გადასახადებში წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ ევროს დაზოგავენ. ავსტრალიაში ევროპული საქონლის იმპორტი, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 33%-ით გაიზრდება. რიგ საქონელზე ტარიფების შემცირება დღეიდან შედის ძალაში, ხოლო სხვებისთვის 3-წლიანი გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. იმპორტის მკვეთრი ზრდის შემთხვევისთვის, დაცვის მექანიზმებია გათვალისწინებული. ევროკავშირმა და ავსტრალიამ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება თქვენს მთლიან შიდა პროდუქტს თითქმის 8 მილიარდ დოლარს შემატებს. ავსტრალიისთვის უფრო გამარტივდება ევროკავშირში ექსპორტის განხორციელება, მისი მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე. საბაჟო გადასახადებისგან მისი მთელი ინდუსტრიული წარმოება თავისუფლდება და ავსტრალიის მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირს თავიანთი მაღალხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ“.

წყარო: 1 არხი