აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოაცხადებს. განცხადება მან 14 აგვისტოს, ნიუ-იორკის შტატში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

ტრამპის თქმით, აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ახორციელებს. რამდენიმე დღით ადრე მან Truth Social-ზე დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს და მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ჰორმუზის სრუტეში ვითარება ბოლო დღეებში კვლავ გამწვავდა. Reuters-ის მონაცემებით, 14 აგვისტოს წყალსატევში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. იმ დღეს სრუტე მხოლოდ ორმა ხომალდმა გაიარა, მაშინ როდესაც ომამდე ყოველდღიურად 130-ზე მეტი გემი მოძრაობდა.

დაძაბულობამ ენერგეტიკულ ბაზრებზეც იმოქმედა. 14 აგვისტოს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1.45 დოლარით, 88.52 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI 1.15 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 82.40 დოლარი შეადგინა. ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდიოდა.

ირანი უარყოფს ვაშინგტონის განცხადებას სრუტეზე სრული კონტროლის შესახებ და აცხადებს, რომ წყალსატევი ირანის კონტროლის ქვეშ რჩება.

ამასთან, ტრამპის განცხადება არ ცვლის ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს. გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით, საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებულ სრუტეებზე მოქმედებს ტრანზიტული გავლის უფლება.

წყაროები:


https://www.reuters.com/world/us/trump-urges-americans-accept-higher-gas-prices-he-escalates-iran-rhetoric-2026-08-14/


https://www.reuters.com/world/middle-east/us-warns-iran-it-will-step-up-economic-pressure-two-more-ships-attacked-hormuz-2026-08-14/


https://www.reuters.com/business/energy/oil-set-weekly-gains-after-us-threatens-indefinite-blockade-iran-2026-08-14/


https://www.abc.net.au/news/2026-08-15/trump-says-he-will-declare-hormuz-us-territory/107041530


https://www.un.org/depts/los/convention_agreements/texts/unclos/part3.htm