ირანში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვერები: Instagram,  Facebook, YouTube, WhatsApp აკრძალულია. მოქალაქეები სოციალურ ქსელებს მხოლოდ VPN-ის საშუალებით მოიხმარენ. რეგულაციები ოდნავ შემსუბუქდა მას შემდეგ, რაც ირანულმა კომპანიებმა ვაშინგტონიდან სატელიტური ინტერნეტის- SpaceX-ის გავრცელების ნებართვა მიიღეს. ორ წელზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები მიწისქვეშა ქსელის საშუალებით ათი ათასობით თანამოქალაქეს ცენზურისგან თავისუფალ ინფორმაციას აწვდიან.

ოფიციალურად, ირანის კანონმდებლობით, SpaceX-ის მიერ შექმნილი Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ-სერვისი ქვეყანაში აკრძალულია. თითქმის ყოველ კვირა აპატიმრებენ მოქალაქეებს, რომლებიც „ანტისახელმწიფოებრივ“ და „ანტიისლამურ“ გზავნილებს ავრცელებენ.

მიუხედავად მსგავსი სიმკაცრისა, მას შემდეგ, რაც მილიარდერმა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ირანის მოქალაქეებს სერვერზე წვდომის უფლება მისცა, ქვეყანაში „არალეგალური ინტერნეტის“ მომხმარებელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

Forbes USA-ს ცნობით, ამჟამად მსოფლიოში მაღალსიჩქარიანი  სატელიტური ინტერნეტი დაახლოებით 20 000 ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვს. ამასთან, სატელიტური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის მთავრობა არხის ცენზურას და მით უმეტეს, მის ბლოკირებას ვერ ახერხებს.

ახლა, ირანში სატელიტური ქსელის გავრცელებას მხოლოდ მაღალი ფასები აფერხებს. შუამავლები SpaceX-ის პროდუქციას  $700-დან $2000-მდე ყიდიან, მაშინ როდესაც მისი ჩვეულებრივი საცალო ფასი აშშ-ში $250-ია. აღსანიშნავია, რომ ირანში $250 საშუალო თვიური ხელფასის ტოლია.

Starlink-ის სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებლებმა სააბონენტო  უნდა გადაიხადონ, რაც დაახლოებით 70$-ია. თუმცა, ამერიკის მიერ ირანულ ბანკებზე დაწესებული სანქციების გამო, გადახდა არა ბარათით, არამედ კრიპტოვალუტით ხდება, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ამის გარდა, ამერიკის მიღმა ინტერნეტის გასააქტიურებლად, მომხმარებლები ერთჯერად "გარე რეგიონის" საფასურსაც იხდიან, რაც დაახლოებით $200-ის ფარგლებში მერყეობს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ შვეიცარიაში მდებარე საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირს (ITU), რომელიც გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, Starlink-ის გათიშვის თხოვნით უკვე რამდენჯერმა მიმართა.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით,  ისინი ტერმინალებს ვერ პოულობენ, რადგან მოწყობილობა თავისუფლად ეტევა ზურგჩანთაში.