ინგლისის ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები მეოთხედი პროცენტული პუნქტით 4,5%-მდე, რადგან პროგნოზირებს, რომ 2025 წლამდე ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწევს.
ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზრდა საჭირო იყო ინფლაციის მაჩვენებლების კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად, რადგან ის 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეზე ავიდა.
ცენტრალური ბანკი ელოდება, რომ ინფლაცია მიმდინარე 10,1 პროცენტიდან 5,1 პროცენტამდე დაეცემა წლის მეოთხე კვარტალში, ნაცვლად მისი წინა პროგნოზისა, რომელიც 3,9 პროცენტი იყო.
დღეს ინგლისის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ უკვე მეთორმეტედ გაზარდა, რადგან ქვეყანა მაღალ ინფლაციას ებრძვის და მასზე კონტროლის მოპოვებას განაკვეთის გაზრდით ცდილობს. ტენდენციამ მოსახლეობას დაზოგვისკენ უნდა უბიძგოს, თუმცა, ამ ფონზე ბევრი ოჯახი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, მათ შორის, არიან ისინიც, ვისაც იპოთეკური სესხი აქვთ.