მილიარდერმა ილონ მასკმა მარსზე გარდაცვალება არ გამორიცხა. ამის შესახებ მან X-ში დაწერა. „მე ახლა და სამუდამოდ ერთი პასპორტი მაქვს: ამერიკა. აქ ვიცხოვრებ და აქ მოვკვდები. ან მარსზე (როგორც ამერიკის ნაწილი“, - განაცხადა მასკმა.
ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ Starship-ის პირველი ფრენა მარსზე შესაძლოა 2026 წლის ბოლოს განხორციელდეს.
მისი თქმით, ბორტზე ჰუმანოიდი რობოტი Optimus იქნება. თუ დაშვება წარმატებით განხორციელდება, ადამიანების დაშვება 2029–2031 წლებში იქნება შესაძლებელი.