საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული პროგნოზით, 2025 წელს პირველად მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც წინა წელთან შედარებით 4,4%-ით მეტია. ასოციაციის თანახმადვე, ავიაკომპანიების ხარჯები 4 პროცენტით, 940 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
IATA ასევე პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავლები 705 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კიდევ 145 მილიარდი დოლარს ავიაკომპანიები დამატებითი მომსახურებიდან მიიღებენ.