იაპონიაში, კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. დაშავებულებისა და  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მიუახლოვდნენ ვულკანს და მიჰყევით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.