მედია Kyodo სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონია ახლო მომავალში კუნძულ კიუსიუზე შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების განთავსებას გეგმავს.
მოსალოდნელია, რომ რაკეტების განთავსება 2026 წლის მარტში დაიწყება.
ამ ნაბიჯით იაპონია უზრუნველყოფს არქიპელაგ ნანსეის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის უსაფრთხოებას, რომელიც ახლოს არის ტაივანთან.
ამ ეტაპზე იაპონიის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
კიუსიუზე GSDF ტიპის, 1000 კილომეტრამდე გაზრდილი რადიუსის, მიწა-გემის კლასის რაკეტების დაყენება იგეგმება.
განთავსების შემთხვევაში რაკეტები ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სანაპირო რაიონებამდე მიაღწევს.
წყარო: tabula.ge