ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში უმუშევრობა იანვარში 4,8%-მდე შემცირდა, წინა ხუთ თვეში 4,9%-თან შედარებით, ნათქვამია OECD-ის ანგარიშში.
ეს დონე არის ისტორიული მინიმუმი, რომელიც პირველად დაფიქსირდა 2023 წლის მარტში.
OECD-ს წევრ ცხრამეტ ქვეყანაში უმუშევრობა იანვარში უცვლელი დარჩა წინა თვესთან შედარებით. მატება დაფიქსირდა სამ ქვეყანაში, კლება კი თერთმეტში.
ხუთ ქვეყანაში უმუშევრობა 3%-ზე დაბალია (იაპონია, ისრაელი, მექსიკა, პოლონეთი და ჩეხეთი). ორნიშნა მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთში დაფიქსირდა (10,7%).
OECD-ში უმუშევართა რიცხვი წინა თვეში 34,017 მილიონამდე შემცირდა, დეკემბრის 34,346 მილიონთან შედარებით.
ქალებში უმუშევრობა 5,2%-დან 5,1%-მდე შემცირდა, ხოლო მამაკაცებში 4,6%-მდე 4,7%-დან. ახალგაზრდებში (15-დან 24 წლამდე) მაჩვენებელი დეკემბრის 11%-დან 10,9%-მდე დაეცა.
1961 წელს დაარსებული OECD არის მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ორგანიზაცია, იგი მოიცავს 38 სახელმწიფოს.