თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ის აპირებს, მიმართოს ალიანსის წევრებს, თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ გაუხსნან გზა, რათა შემდეგ თურქეთმა ეს გზა შვედეთს ნატო-ში წევრობისკენ გაუხსნას.
„მოვუწოდეთ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს ევროკავშირის კარიბჭესთან უკვე 50 წელზე მეტია, ალოდინებენ, პირველ რიგში, მოდით, გზა გავუხსნათ თურქეთს ევროკავშირში და შემდეგ ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთს, ისევე როგორც ეს ფინეთისთვის გავაკეთეთ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა ლიეტუვაში გამგზავრების წინ, სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანი ასევე აცხადებს, რომ შვედეთის ნატო-ში წევრობა დამოკიდებულია იმ საკითხების შესრულებაზე, რომელიც გასული წლის სამმხრივ შეთანხმებაშია გაწერილი.