ამერიკული Meta–მ შეთანხმებას მიაღწია Google-ის 10 მილიარდ დოლარზე მეტის ღრუბლოვანი სერვისების შეძენაზე. ინფორმაციას CNBC ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები ამბობენ, რომ ხელშეკრულება გათვლილია ექვს წელზე.
ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეთანხმება ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას ეხება.
Reuters–ის ინფორმირებული წყარო აღნიშნავს, რომ Meta, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიყენებს Google Cloud სერვერებს, ასევე მონაცემთა შენახვისა და ქსელური გადაცემის სერვისებს.
2025 წლის დასაწყისში Google-მა ღრუბლოვანი კონტრაქტი გააფორმა OpenAI-სთან, რომელიც აქამდე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული Microsoft Azure-ის ინფრასტრუქტურაზე.