საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს მალე დაუბრუნდება. ინგლისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა 26 წლის ფეხბურთელის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს.
ჩაკვეტაძემ ბოლოს 2025 წლის 5 აპრილს ითამაშა „ბრისტოლ სიტისთან“. მატჩის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მან საქართველოს ნაკრების სამი შეკრება და ექვსი მატჩი გამოტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯერ კიდევ სრული დატვირთვით არ ვარჯიშობს, უკვე ბურთთან მუშაობა დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის განაცხადში ერთ კვირაში, „იფსვიჩთან“ მატჩისთვის დაბრუნდება.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                