გენური ინჟინერიით მეცნიერებმა გამოიყვანეს „ოქროსფერი სალათა“, რომელიც გაცილებით დიდი ოდენობით A ვიტამინს შეიცავს — იმუნური სისტემის, მხედველობისა და ზრდა-განვითარებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებას.

გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტმა მომხმარებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით უნდა უზრუნველყოს, კარგი ისაა, რომ ამავე მიდგომის გამოყენება მომავალში შესაძლებელი უნდა გახდეს სხვა ბოსტნეულზეც.

მას შემდეგ, რაც ეს ნაერთი თამბაქოს ნათესავ მცენარე Nicotiana benthamiana-ში ხუთჯერ გაზარდეს, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა, სალათის (Lactuca sativa) გენეტიკური შემადგენლობა შეეცვალა ისე, რომ მასში ბეტა-კაროტინის დონე გაეზარდა; ეს მოწითალო-მონარინჯისფრო ნაერთი ჩვენს სხეულში A ვიტამინად გარდაიქმნება.

ბეტა-კაროტინი მცენარის ციცქნა, მწვანე „მზის პანელებში“, იგივე ქლოროპლსტებში ინახება, რომლებიც ფოტოსინთეზს აძლიერებენ. ბეტა-კაროტინის ზედმეტი მარაგი მცენარისთვის საზიანოა. იმისათვის, რათა გასაზრდელ, სინათლის ყუთს გარეთ არ მომხდარიყო ბუნებრივი ფოტოსინთეზური პროცესების მიერ ხელშეშლა, მკვლევრებს რაღაც უნდა მოეფიქრებინათ.

„გამართულად ფუნქციონირებისთვის, ფოთლებს ქლოროპლასტების ფოტოსინთეზურ კომპლექსში ესაჭიროებათ ისეთი კერატინოიდები, როგორიც არის თუნდაც ბეტა-კაროტინი. როდესაც ქლოროპლასტებში ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა ბეტა-კაროტინი გამომუშავდება, ისინი ფუნქციონირებას წყვეტენ და ფოთლებიც საბოლოოდ კვდებიან“, — ამბობს ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი მანუელ როდრიგეს კონსეპსიონი.

როგორც იგი აღნიშნავს, კვლევაში მათ წარმატებით გამოიმუშავეს და დააგროვეს ბეტა-კაროტინი უჯრედის იმ განყოფილებებში, სადაც ის, როგორც წესი, არ გვხვდება. ამისათვის გამოიყენეს ბიოტექნოლოგიური მეთოდებისა და ძლიერი სინათლის კომბინაცია.

ჭარბი ბეტა-კაროტინის ნაწილი ციტოზოლში დაგროვდა — ფოთლის უჯრედების თხევად ნაწილში. ნაერთის დიდი ნაწილის წარმოქმნა მოხდა ქლოროპლასტების გარკვეული ნაწილის ქრომოპლასტებად გარდაქმნის გზით; ამისათვის, მცენარეში შეიყვანეს ბაქტერიული ფერმენტის, crtB-ის გენი, რომელსაც უფრო მეტი ბეტა-კაროტინის მარაგის შენახვა შეუძლია.

გენეტიკური მოდიფიკაციების გარდა, მცენარეებზე ზემოქმედებდა ძლიერი სინათლე, რამაც სალათაში განაპირობა ცხიმის შესანახი უფრო მეტი ერთეულის — პლასტოგლობულების წარმოქმნა.

ვრცლად პირველ არხზე