ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნისა“ და პსჟ-ის საპასუხო ნახევარფინალი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. შეხვედრა დღეს 23 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი პსჟ-მა 5:4 მოიგო, კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.
განსაკუთრებულ ინტერესს ხვიჩას მიმართ იჩენენ და ამ შეხვედრისადმი მიძღვნილი ლამის ყველა გამოცემის პირველ გვერდზე პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავის ფოტოა გამოტანილი.
მხოლოდ მოკლედ ფრაზებს შემოგთავაზებთ, რაც თანამედროვე ფეხბურში ხვიჩა კვარაცხელიას წონაზე მეტყველებს.
The Guardian – არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე?
Figaro – „პარი სენ-ჟერმენი“ ლეგენდების გზაზეა“.
Kicker-ი წერს – „„ბაიერნისა“ და პსჟ-ის თამაში შემტევი ფეხბურთის ზეიმი იყო“. ეს გამოცემა ქართველს ასე ახასიათებს: „რატომ არის კვარაცხელია უმაღლესი კლასის მოთამაშე? პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე იმდენად სტაბილურად ბრწყინავდა, რომ ამის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ლიგა 1-ში ასევე არ თამაშობს. მისი სტატისტიკაც მეტყველებს, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია“.
Lequipe – „ჯადოსნური დაბრუნება“
როგორც ყოფილი მწვრთნელები აღწერენ, კვარაცხელიასთვის „ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“: „ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. მათთვის, ვინც ადრეული წლებიდან იცნობს, ხვიჩა ალალი და გულუხვი ბიჭია, ბუნებით ნიჭიერი, რომლის ნიჭსაც საზღვარი არ აქვს. ევროპული სეზონის გმირის უკან იმალება შრომისმოყვარე ადამიანის და სწორი გადაწყვეტილებების ისტორიაა“.