ხვალიდან ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა დაიწყება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სამიტის დროს 10 ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას.
საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, პალესტინის სახელმწიფოებრიობას ფორმალურად აღიარებენ – ანდორა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, სან მარინო და გაერთიანებული სამეფო.
ზემოხსენებული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ისრაელმა და აშშ-მ, რომლებმაც მათ ნაბიჯს "ჰამასისთვის მიცემული ჯილდო" უწოდეს.
სამიტს არ დაესწრება, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი, რომელსაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ვიზა არ მისცა.