„დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა მარცვლეულის შეთანხმების „გაგრძელება, სრული განხორციელება და გაფართოება" მოითხოვეს.
G7-ის მინისტრებმა იაპონიაში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებას, სრულ განხორციელებას და გაგრძელებას“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე განაცხადა, რომ თუ G7 გადაწყვეტს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმებას შეწყვეტს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, G7 ქვეყნები განიხილავენ რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას. რაც რადიკალურად შეცვლის მოქმედ სანქციების წესრიგს: ახლა რუსეთში ნებისმიერი ექსპორტი დასაშვებად ითვლება, თუ მის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ თუ ზომები მიიღება, სიტუაცია შეიცვლება - აიკრძალება ყველა საქონლის მიწოდება, გარდა იმ კატეგორიებისა, რომელთა ექსპორტი დაშვებული იქნება. კონკრეტულად რისი გატანა იქნება შესაძლებელი რუსეთში, ჯერ კიდევ შესათანხმებელია. სავარაუდოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის საქონელი, მათ შორის საკვები და მედიკამენტები, განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.
თითქმის სრული ემბარგოს დაწესება ექსპორტზე ნიშნავს, რომ რუსეთში საქონლის ამჟამინდელი ნაკადის დიდი ნაწილი შეწყდება, აღნიშნავს Bloomberg-ი.