რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვაზე G7-ის ქვეყნები უახლოეს ორ-სამ კვირაში შეთანხმდებიან. ამის შესახებ Bloomberg ბელგიის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესყიდვების პირდაპირი აკრძალვა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, ასევე ეტაპობრივად დაინერგება ირიბი აკრძალვაც.
G7-მა ჯერ კიდევ უნდა გაარკვიოს რუსული ბრილიანტების ემბარგოს ტექნიკური დეტალები, სანამ ევროკავშირი შემოდგომაზე სანქციების წესებს შეიმუშავებს, აღნიშნა წყარომ.
დაგეგმილია, რომ აიკრძალოს როგორც დაუმუშავებელი, ისე დამუშავებული ბრილიანტების შეძენა პირდაპირ ALROSA-სგან, ასევე ინდოეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გადამყიდველებისგან.