გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების თანახმად, ასევე აიკრძალება რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც.

ამასთან, გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ამზადებს ახალ ინდივიდუალურ სანქციებს 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ.