ფრანგულმა რიტეილერმა Leroy Merlin-მა რუსეთში აქტივების გაყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ Finance.ua წერს. კომპანიამ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ მარტში განაცხადა.
Leroy Merlin-ი ორი ლოგისტიკური პარკის გაყიდვას გეგმავს, ერთი (დაახლოებით 130,000 კვ.მ.) დომოდედოვოშია და მეორე (140 000 კვ.მ.) - მოსკოვის რეგიონში.
აქტივების ყიდვა ორ კომპანიას სურს: Central Properties და Венталл-Девелопмент-ს, წერს გამოცემა.
სასაწყობო ფართის გაყიდვიდან მიღებული თანხა კომპანიას რუსეთში Leroy Merlin-ის შემდგომი განვითარებისთვის სჭირდება, რადგან ფრანგულმა მხარემ უარი თქვა მის დაფინანსებაზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში Leroy Merlin-ის რუსული ოფისის ხელმძღვანელობამ პარტნიორებს აცნობა, რომ ისინი არ აპირებდნენ ბიზნესის დახურვას რუსეთში, პირიქით, აფართოებდნენ ასორტიმენტს და ზრდიდნენ პარტნიორების რაოდენობას. უკრაინის ოფისის ყველა მოწოდება რუსეთიდან გასვლასთან დაკავშირებით, იგნორირებული იყო და შემდგომში უკრაინის ფილიალს ყველა კორპორაციული კომუნიკაცია შეუწყდა.
კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ Leroy Merlin-ი ომის საერთაშორისო სპონსორად დაასახელა.
Leroy Merlin-ი რუსეთში 2004 წლიდან მუშაობს. ქსელს აქვს 120 ჰიპერმარკეტი რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში, რომლებსაც მოაქვს ჯგუფის გაყიდვების 18%. ქსელმა 2022 წელს რუსეთში შემოსავალი 15,6%-ით, წელიწადში 6,5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა,