ფლორენციის მერმა ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბინების მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვის შესახებ გააკეთა განცხადება. ამის შესახებ Apnews-ი წერს.
სტუდენტები იტალიის ქალაქებში, განსაკუთრებით ფლორენციაში, მილანსა და რომში, პროტესტის ნიშნად კამპუსებში კარვებს შლიან და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობის აპროტესტებენ.
ამავდროულად, ისეთ ტურისტულ ქალაქებში, როგორებიცაა ფლორენცია და ვენეცია, ბინების რესურსი მოკლევადიანი გაქირავებისთვის იწურება.
ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ახალი მოიჯარეებისთვის მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვას თამამი და იურიდიულად გამართლებული უწოდა.
უახლესი შეფასებით, იუნესკოს მიერ დაცულ ფლორენციის ცენტრს აქვს 8000-ზე მეტი სივრცე, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზე ქირავდება. ახალი ინიციატივის მიხედვით, ვინც უკვე წამოიწყო ბინების გაქირავების ბიზნესი, მის გაგრძელება შეძლებს, მაგრამ ახალი მოიჯარეები ვეღარ შეძლებენ ოპერირებას.