ევროსტატმა ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონის უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ნოემბერში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ევროსტატის ახალი მონაცემებით, ფინეთმა 2025 წლის ნოემბერში ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა და ესპანეთს გაუსწრო.
ფინეთში უმუშევრობამ 10.6%-ი შეადგინა, ესპანეთში კი უმუშევრობის 10.4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მაღალი უმუშევრობა დაფიქსირდა შვედეთში (9.1%), საბერძნეთში (8.2%), საფრანგეთში (7.7%) და ლატვიაში (7.1%).