საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ 2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება ერთ–ნახევარჯერ, ხოლო შემოსავალი 43%-ით გაზარდა, დიაბეტისა და წონის დაკლების მედიკამენტებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით.
პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 6.64 მილიარდი დოლარის ანუ აქციაზე 7.39 დოლარის წმინდა შემოსავალი გამოაცხადა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4.41 მილიარდ დოლართან ანუ აქციაზე 4.88 დოლართან შედარებით.
ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, მოგება აქციაზე 7.54 აშშ დოლარამდე გაიზარდა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი აქციაზე 6.73 აშშ დოლარს შეადგენდა.
შემოსავალი 43%-ით გაიზარდა და 19.29 მილიარდ დოლარს მიაღწია, პროგნოზირებული 18.01 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ.